loader

”თამარ მეფის ძალა მოგცეთ ღმერთმა” - ირაკლი ღარიბაშვილი ვარძიაში თამარის წყაროს წყლით დალოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”თამარ მეფის ძალა მოგცეთ ღმერთმა” - ირაკლი ღარიბაშვილი ვარძიაში თამარის წყაროს წყლით დალოცეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვარძიას ეწვია და სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა ისტორიული საჯინიბო, პირველი სატრაპეზო, ვარძიის სამრეკლო, ძეგლის მთავარი კარიბჭე, თამარის წყარო, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მამათა მონასტერი მოინახულა.
მანვე სამუშაო შეხვედრა გამართა საველე შტაბში და მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

მისივე თქმით, ათეული წლებია ვარძია არ იყო განათებული, ახალი მთავრობის ინიციატივით კი ვარძია განათდა, რათა მეტი ტურისტის მოზიდვის ადგილი გახდეს. პრემიერის განცხადებით, ბოლო ორი წელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ახლა საჭიროა, რომ ძეგლის უნიკალურობა მეტად იქნას წარმოჩენილი.