loader

რევოლუციური გამოგონება: გელი, რომელიც სისხლდენას მომენტალურად აჩერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რევოლუციური გამოგონება: გელი, რომელიც სისხლდენას მომენტალურად აჩერებს

ამერიკელმა მეცნიერმა რევოლუციური სამედიცინო პრეპარატი შექმნა - გელი, რომელიც ნებისმიერ სისხლდენას ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მომენტალურად აჩერებს. მცენარეული პოლიმერებისგან დამზადებული VetiGel ორგანიზმის გამოჯანმრთელების ბუნებრივ მექანიზმებს ააქტიურებს და კონტაქტისას სისხლის შედედებას უწყობს ხელს. გელი ბიომოლეკულურმა ინჟინერ-ქიმიკოსმა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ყოფილმა სტუდენტმა ჯო ლანდოლინმა შექმნა.

ჭრილობასთან კონტაქტისას გელი არა მხოლოდ ფორმას, არამედ ფერსაც იცვლის. გარდა ამისა, მას ანტიმიკრობული თვისებები აქვს, სტერილურ პირობებში გამოყენებისას ჭრილობის განკურნების უსაფრთხო საშუალებაა. საველე პირობებში გელი დაეხმარება სამხედროებს სიცოცხლის შენარჩუნებაში მანამდე, სანამ საავადმყოფოში მიიყვანენ.