loader

სიცოცხლისთვის საშიში ხორცპროდუქტები: "ბაქტერია რამდენიმე საწარმოში დაფიქსირდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიცოცხლისთვის საშიში ხორცპროდუქტები: "ბაქტერია რამდენიმე საწარმოში დაფიქსირდა"

მომხმარებელთა უფლებების ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის ინფორმაციით, ხორცპროდუქტებში აღმოჩენილი ბაქტერია ლისტერია მონოციტოგენეზი, სავარაუდოდ, უცხოეთიდან შემოტანილ ხორცპროდუქტებში აღმოჩნდა.

როგორც მადონა კოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ბაქტერია საქართველოში 1975 წლიდან არ დაფიქსირებულა და ახლა რამდენიმე საწარმოში აღმოჩნდა. "ეს ბაქტერია არის ძალიან მძიმე და თუკი ადამიანი დასნეულდა, სტატისტიკით, ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესწავლა და სავარაუდოდ, შემოსული ხორციდან არის დაბინძურება. ამიტომ საბაჟოზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი შემოსულ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე", - აცხადებს მადონა კოიძე.

გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, შპს "კედარის" მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები არ მიირთვან. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შპს "კედარის" მიერ 9 ოქტომბერს გამოშვებულ გაყინულ ხინკალში აღმოჩენილია "ლისტერია მონოციტოგენეზი", რომელიც საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.