loader

პრემიერი არ ეწევა, მაგრამ სვამს - ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო ზეიმზე ქედაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერი არ ეწევა, მაგრამ სვამს - ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო ზეიმზე ქედაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში სახალხო ზეიმს, "ქედელობას" დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას "ქედელობა" მიულოცა, სახალხო ზეიმზე გამოფენილი ხალხური რეწვის ნიმუშები დაათვალიერა და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, ბავშვების ხელნაკეთი სასმისიც შეიძინა.

საზეიმო სუფრებზე ირაკლი ღარიბაშვილს ღვინის დალევა და სადღეგრძელოების თქმაც მოუხდა, ბოლოს კი აჭარული თუთუნითაც დაინტერესდა, რომელიც მის თვალწინ მოამზადეს და შეახვიეს, თუმცა პრემიერმა იუარა და აღნიშნა, რომ არ ეწევა.