loader

ატირებული სანდრა რულოვსი კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ატირებული სანდრა რულოვსი კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე

"კახა ბენდუქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია დღევანდელი საქართველოსთვის, რომელიც სამწუხაროდ ნელ-ნელა ქრება" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა კახა ბენდუქიძის გამოსვენების ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა ბენდუქიძის ოჯახს ყოფილი პირველი ლედის გარდა, ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამაც მიუსამძიმრა. დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან გამოსვენებამდე სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. "...კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია!
ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის რაც მან გააკეთა - მომავალია!..." - წერს სააკაშვილი გამოსათხოვარ წერილში.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

Sandra Roelofs in tears at Kakha Bendukidze's funeral - Watch the video on georgianjournal.ge

ასევე იხილეთ:

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან კახა ბენდუქიძის ცხედარი ტაშით გააცილეს

"რომ ენახა, რამდენმა ახალგაზრდამ იტირა, სიამოვნებით მეორედ მოკვდებოდა" - ცნობილები ბენდუქიძის დაკრძალვაზე