loader

ვისთან იწყებს კონსულტაციებს პრეზიდენტი სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისთან იწყებს კონსულტაციებს პრეზიდენტი სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამო

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იწყებს კონსულტაციებს არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქნილი პრობლემების დასაძლევად. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას გამოეხმაურა.
პრეზიდენტმა ასევე სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყველა კონფესიის წარმომადგენელს საქართველოში, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა.