loader

თბილისში მამაკაცს მერვე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში მამაკაცს მერვე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა დაეცა

თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადის გადმოვარდნის შედეგად გამვლელმა მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გუშინ საღამოს, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის #34 ნომერში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადა გადმოვარდა, რომელშიც სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, ჭურჭელი ინახებოდა. ნივთები გამვლელ მამაკაცს დაეცა, რომელმაც თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს თვალი დაუზიანდა. მათივე ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული იყო სხვადასხვა ნივთის ნამტვრევები, მათ შორის, მურაბისა და სხვა კონსერვის ქილის ნამსხვრევები და საპატრულო პოლიციის ამკრძალავი ლენტი.