loader

"160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს" - ზურაბ ტყემალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს" - ზურაბ ტყემალაძე

2015 წლის პირველი სექტემბრიდან, ასაკით პენსიონერთა პენსია 10 ლარით იზრდება და 160 ლარი ხდება. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში, ლარზე დაანგარიშებით, პენსია შემდეგი ოდენობისაა: ესტონეთი - 660 ლარი, ყაზახეთი - 585 ლარი, რუსეთი - 438 ლარი, აზერბაიჯანი - 303 ლარი. ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობენ მეტად განვითარებული ქვეყნების პენსიონერები. მაგალითად, ფინეთში პენსია 1.344 ევროა, იტალიაში - 583 ევრო, გერმანიაში - 810 ევრო.

gzapress.ge-სთან ინტერვიუში პარლამენტის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა: "10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის, თუმცა მეტით გაზრდა რომ მოხერხებულიყო, უკეთესი იქნებოდა. პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა. რაც შეეხება მოლოდინსა და დაპირებას, შეგახსენებთ, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დააანონსა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პენსიის მომატების გარდა, სოციალური პროექტებიც ამუშავდა, რომლითაც პენსიონერებიც სარგებლობენ. მათ ხარჯი შეუმსუბუქდათ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეყოფა თუ არა მას 160 ლარი, დეპუტატმა უპასუხა: "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს. ეს სწორად დასმული შეკითხვა არ არის".

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად gzapress.ge-ზე