loader

"ცოლის მკვლელები ქუჩაში უნდა დადიოდნენ?" - დაღუპული 21 წლის გოგონას ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოლის მკვლელები ქუჩაში უნდა დადიოდნენ?" - დაღუპული 21 წლის გოგონას ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან. აქციები დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

დღევანდელ აქციაში მონაწილეობა მიიღეს 21 წლის გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრებმა. მათი თქმით, 21 წლის გოგომ ვარკეთილში, 14 სექტემბერს, 80 აბი დალია და თავი მოიკლა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, დაღუპულზე მუდმივად ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა და ისინი მოითხოვენ ობიექტურ გამოძიებას.