loader

სმენის ტესტი: მძაფრი შეგრძნებებისთვის, მოუსმინეთ ყურსასმენებში ბოლო ხმაზე! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმენის ტესტი: მძაფრი შეგრძნებებისთვის, მოუსმინეთ ყურსასმენებში ბოლო ხმაზე!

ადამიანის ყურის სმენადობის სპექტრი 20-დან 20 000 ჰერცამდეა, თუმცა ამ დიაპაზონის სმენა ყველას არ აქვს - ეს დამოკიდებულია ასაკზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა გარემოებებზე. ეს ვიდეო სმენის შემოწმებლად დაგეხმარებათ. მასზე ჩაწერილია აუდიობილიკი, რომელიც ადამიანის იდეალური სმენის სრულ სპექტრზე ვრცელდება (20-20 000 ჰც.)

მოსმენისთვის ვიდეოს ავტორები დინამიკების გამოყენებას გვირჩევენ, რომელიც ხმამაღლა უნდა ჩართოთ. თუ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ - მოუსმინეთ ამ ხმოვან ბილიკს ყურსასმენებში ბოლო ხმაზე. ბოლომდე თუ გაუძელით და ხმა ყველაზე მაღალ სიხშირეზეც გაიგეთ - მაშინ იდეალური სმენა გქონიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გული არ დაგწყდეთ: ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ მაღალ სიხშირულ დიაპაზონზე ხმების გარჩევის უნარი ნაკლებად დაგჭირდებათ.