loader

როგორ ესროლა ამერიკელმა პოლიციელმა 12 წლის ბიჭს - სათვალთვალო კამერის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ესროლა ამერიკელმა პოლიციელმა 12 წლის ბიჭს - სათვალთვალო კამერის კადრები

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ ესროლა ამერიკელმა პოლიციელმა ფერადკანიან მოზარდს, რომელსაც პნევმატური პისტოლეტი ჰქონდა. ტრაგედია 22 ოქტომბერს აშშ-ში, კლივლენდში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის შედეგად 12 წლის ბიჭუნა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კადრებში ჩანს, როგორ დადის ბიჭი ქუჩაში, გასართობ ცენტრთან ახლოს და ხელში იარაღს ათამაშებს. მოგვიანებით შენობასთან, რომელთანაც 12 წლის ტამირ რაისი ჩერდება, პოლიციის ავტომობილი მიდის. ავტომობილიდან ორი სამართალდამცველი გადმოდის. ერთ-ერთი მათგანი ბიჭუნას ხელების ჩვენებას სთხოვს. იგი არ ემორჩილება და ხელი ქამრისკენ მიაქვს, რის შემდეგაც ერთ-ერთი პოლიციელი ესვრის. პოლიცია გასართობ პარკ Cudell-ში მას შემდეგ მივიდა, რაც პოლიციის სამმართველოში პარკში იარაღიანი ბავშვის ყოფნის შესახებ შეტყობინება შევიდა.