loader

"თქვენ შიდსი აღმოგიჩინეს" - კრეატორებმა ახალი სოციალური ვიდეო შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ შიდსი აღმოგიჩინეს" - კრეატორებმა ახალი სოციალური ვიდეო შექმნეს

კრეატიულმა სააგენტო Smetana-მ, ინტერსექტორული სოციალური პარტნიორობის განვითარების ფონდის დაკვეთით, ადამიანებისთვის, რომლებიც აივ-ინფექციით არიან დაავადებულნი, ვიდეორგოლი შექმნა. სარეკლამო რგოლში ახალგაზრდებმა რეჟისორთან ერთად წარმოიდგინეს, რომ ექიმისგან ეს დიაგნოზი მოისმინეს.

კრეატორების თქმით, თავიდან ახალგაზრდა მსახიობები სოციალურ ვიდეორგოლში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. გადაღების პროცესში რეჟისორმა მათ რამდენიმე მარტივი კითხვა დაუსვა. საბოლოოდ, სტანდარტული კასტინგი დამატებითი გადაღებების გარეშე სოციალურ ვიდეორგოლად იქცა.
ვიდეორგოლს "თქვენ შიდსი აღმოგიჩინეს" ჰქვია. იგი მოწოდებულია, აივ-ით ინფიცირებულ ადამიანებს სრულფასოვანი და ხანგრძლივი ცხოვრების  შესაძლებლობა აჩვენოს.