loader

მაშველებმა ენგურიდან დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა ენგურიდან დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

ენგურიდან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესთან ახლოს, მდინარიდან დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.

საძიებო-სამშველო ოპერაცია შეტყობინების მიღებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ცუდი ამინდის გამო მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ვერ იპოვნეს. საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფების გამოძახება.

ერთობლივად ჩატარებული საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს და წყლიდან ამოიტანეს.