loader

შსს ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია "არა ძალადობას" 25 ნოემბერს დაიწყო.  კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ოჯახში ძალადობის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები შსს-ს სოციალური კამპანიების "ფეისბუქის" გვერდზე "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება" 15 დეკემბრამდე უნდა ატვირთონ. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელესიუჟეტი; საუკეთესო ტელეგადაცემა; საუკეთესო რადიოსიუჟეტი; საუკეთესო რადიოგადაცემა; საუკეთესო სტატია.

შსს ასევე აცხადებს კონკურსს მოქალაქეებისთვის - საუკეთესო სლოგანზე, ლოგოსა და ფოტოსურათზე. საკონკურსო ნამუშევრები კამპანიის "ფეისბუქის" გვერდზე უნდა აიტვირთოს. გამარჯვებულები მოწონებების ("ლაიქების") რაოდენობით გამოვლინდებიან. კონკურსში გამარჯვებულები შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია "UN WOMAN"-ისგან სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.