loader

"ჩვენი იმედი, ირაკლი ღარიბაშვილი" - რატომ ითხოვენ მრავალშვილიანი დედები პრემიერთან შეხვედრას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი იმედი, ირაკლი ღარიბაშვილი" - რატომ ითხოვენ მრავალშვილიანი დედები პრემიერთან შეხვედრას

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ. როგორც სოფლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, ზაფხულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება სურთ. მათივე თქმით, თანხა გამოყოფილი იყო, თუმცა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები გამგეობამ სხვა მიზნით დახარჯა.

მრავალშვილიან დედებს მოქალაქეთა მიღების სამმართველოს უფროსი მამუკა ასათიანი გაესაუბრა, რომელმაც მათი მოთხოვნის შესახებ მოისმინა.