loader

ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა

რადამ უკრაინის მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა. მთავრობის ახალი შემადგენლობის წევრია საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. კვიტაშვილს უკრაინაშიც ჯანდაცვის უწყება ჩააბარეს.

მის გარდა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში კიდევ 2 უცხოელია. მათ შორის, ლიტველი აივარას აბრამავიჩუსი - ეკონომიკის მინისტრი, ამერიკელი ნატალია იარესკო კი ფინანსთა მინისტრი იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრად რჩება პაველ კლინკინი, რომელსაც ეს თანამდებობა აქამდეც ეკავა. პოსტზე მის ხელახლა არჩევას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა. თანამდებობა შეინარჩუნა შს მინისტრმა არსენ ავაკოვმაც.

უკრაინის პრეზიდენტმა სამ უცხოელ მინისტრს რადას მიერ დამტკიცებამდე უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

Aleksandre Kvitashvili's speech after being appointed Ukraine's Healthcare Minister - Watch the video on georgianjournal.ge