loader

"ფოჩიანი კანფეტებით აჩუმებთ ხალხს" - დევნილების ხმაურიანი აქცია გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფოჩიანი კანფეტებით აჩუმებთ ხალხს" - დევნილების ხმაურიანი აქცია გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დევნილთა სამინისტროს პირობები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ მათ დროებით ქირით გასვლა ხელს არ აძლევთ.

აქციის მონაწილეებსა და ერთ ქალბატონს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მათი განსხვავებული პოზიცია გახდა. აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით, ქეთევან გვიჩიანი ფართის დატოვების მომხრეა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გვიჩიანი დევნილთა სამინისტროსთან შეკრულია და სწორედ მათი პოზიციების განმტკიცებას ემსახურება აქციის მონაწილეებში. დაპირისპირების მიზეზი სწორედ აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალთან გამართულ აქციაზე მოსალაპარაკებლად დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელიც მივიდა, თუმცა, აქციის მონაწილებმა მასთან საუბარი არ ისურვეს და შეძახილების ფონზე დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰოსპიტლის ტერიტორია დაატოვებინეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი