loader

ცვლილებები სამინისტროებში: ჭიკაიძის ახალი მოადგილეები და სდსს-ს ახალი ძველი უფროსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილებები სამინისტროებში: ჭიკაიძის ახალი მოადგილეები და სდსს-ს ახალი ძველი უფროსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს რეფორმირების მიზნით განხორციელებულ შიდაუწყებრივ ცვლილებებზე გააკეთა განცხადება.

შს მინისტრის პირველ მოადგილედ ვახტანგ გომელაური, მოადგილეებად კი სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნებიან. პრემიერის განმარტებით, ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივნის მოადგილედ გადადის. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად კი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროსაც ხელმძღვანელობდა.

More changes in Georgian ministries: new deputies and new responsibilities - Watch the video on georgianjournal.ge