loader

"საყდრისი აღარ არსებობს, გარდაიცვალა!" - ოქროს საბადოს ტერიტორიას სპეცტექნიკით ასწორებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საყდრისი აღარ არსებობს, გარდაიცვალა!" - ოქროს საბადოს ტერიტორიას სპეცტექნიკით ასწორებენ

საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი" მეორე დღეა, სამთო მოპოვებით სამუშაობს აწარმოებს. სამუშაოები გუშინ დილიდან დაიწყო. როგორც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი "საყდრისის მცველები" აცხადებენ, სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საყდრისის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს ბორცვის გადასწორება.

"საყდრისის მცველის", ირაკლი ლომიძის განცხადებით, სამუშაოები კომპანია "არემჯიმ" 13 დეკემბერს 08:30 საათზე დაიწყო. "ტერიტორიაზე გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. მთლიანად ჩამოშლილია ისტორიული საბადო. ამ დროისთვის სპეცტექნიკით ასწორებენ ტერიტორიას, რომ საბადოს კვალიც კი აღარ დარჩეს", - აღნიშნა ლომიძემ. მისივე თქმით, საყდრისი აღარ არსებობს. საბადო განადგურებულია და, შესაბამისად, საყდრისში ყოფნასაც აზრი არ აქვს. 8 თვის განმავლობაში "საყდრისის მცველები" საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში ცხოვრობდნენ.

დღის მეორე ნახევარში კი, იგეგმება "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტების" მიერ საპროტესტო აქციის გამართვა. თუმცა, "საყდრისის მცველები" აქციის გამართვის აზრს ვერ ხედავენ.

ავტორი: მარიკა ვარდოშვილი

“Sakdrisi no longer exists, it’s dead” - Heavy equipment devastates cultural heritage site - Watch the video on georgianjournal.ge