loader

მანქანა მიქრის, "კაპოტზე" პოლიციელია გაკრული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანქანა მიქრის, "კაპოტზე" პოლიციელია გაკრული

ეკატერინბურგში ინციდენტი მოხდა. პოლიციის 22 წლის სერჟანტი სერგეი რიაბკოვი "შევროლეს" მარკის ავტომობილთან მძღოლის დოკუმენტების შესამოწმებლად მივიდა. ამ დროს მძღოლმა მოულოდნელად ავტომობილი დაძრა და შეეცადა, პოლიციელი გაეტანა. სერჟანტმა მოახერხა და ხელით ჩაებღაუჭა წინა საქარე მინას. ასეთ მდგომარეობაში მძღოლმა და პოლიციელმა ნახევარი კილომეტრი იარეს, თუმცა საბოლოოდ სამართალდამცველი დანებდა და ჩამოვარდა. საბოლოოდ, დამნაშავეს დაკავება მაინც მოხერხდა. იგი 31 წლის დენის შაეხოვი აღმოჩნდა. მისი თქმით, შეეშინდა, რადგან მართვის მოწმობა არ ჰქონდა და გაქცევა გადაწყვიტა.