loader

აქ ომია, შიმშილი, სიკვდილი... და ეს ვიდეოთამაში არ არის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქ ომია, შიმშილი, სიკვდილი... და ეს ვიდეოთამაში არ არის

სამხრეთ სუდანში სამოქალაქო ომის გამო ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონამდე კი დევნილად იქცა. ყოველწლიურად, შიმშილით ათასობით ბავშვი იღუპება... სუდანელი ბავშვების მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილების მიზნით UNICEF-მა უჩვეულო კამპანია ჩაატარა. ორგანიზაციამ მსახიობი, გადამღები ჯგუფი და ორი ახალგაზრდა სუდანელი ვაშინგტონში კომპიუტერული თამაშების გამოფენაზე გააგზავნა. მათ დაავალეს, მოთამაშეებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე ვიდეოთამაში წარედგინათ.

მაყურებლებმა ეკრანზე თამაშ "ელკას გაქცევის" პროექტი ნახეს. მთავარი გმირი შვიდი წლის გოგონაა, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდება. გარშემო ომია, სადაც დევნილები შიმშილობენ და იხოცებიან. სიუჟეტმა გამოფენის მონაწილეები იმდენად გააოგნა, რომ ზოგიერთებმა დარბაზი დატოვეს. მათ თამაში ძალიან სასტიკად მიიჩნიეს. ამის შემდეგ აუდიტორიის წინაშე სუდანელი მარი მალეკი წარდგა, რომლის ცხოვრების ისტორია დაედო საფუძვლად "ელკას გაქცევას". მან შეკრებილებს მოუწოდა, პრობლება საზოგადოებამდე მიიტანონ, რომ ძალადობა შეჩერდეს.