loader

ვარკეთილში 19 წლის ბიჭი შეყვარებულის მამამ, ბაბუამ და ძმამ მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში 19 წლის ბიჭი შეყვარებულის მამამ, ბაბუამ და ძმამ მოკლეს

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 19 წლის დავით ხარაზიშვილი, რომელსაც ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნებოდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი შეყვარებულის, 15 წლის გოგონას ახლობლებმა ცივი იარაღით დაჭრეს. გარდაცვლილის მეგობრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან სწორედ შეყვარებულის დახმარებით გამოიყვანეს, სადაც ბიჭს გოგონას მამა, ბაბუა და ძმა გაუსწორდნენ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ უკვე დააკავა 1979 წელს დაბადებული მამაკაცი.

ასევე იხილეთ: "გოგომ მისწერა ფეისბუქზე, უნდა გნახოო..." - ვარკეთილში მოკლული ბიჭის ახლობლები მკვლელობის დეტალებზე