loader

ვანო მერაბიშვილის სახლიდან წაღებული ნივთები შსს-მ მშრალი ხიდიდან და ლომბარდიდან ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილის სახლიდან წაღებული ნივთები შსს-მ მშრალი ხიდიდან და ლომბარდიდან ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი: 1993 წელს დაბადებული გიორგი შ, 1987 წელს დაბადებული ზაზა ქ. და 1989 წელს დაბადებული თამაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 16 დეკემბერს, დაბა აბასთუმანში, ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლში, აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეაღწიეს, საიდანაც პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების გარკვეული ნაწილი ამოიღეს. ასევე, მშრალი ხიდის ბაზრობიდან მოპარული ჭურჭლის ნაწილი, ხოლო თბილისში მდებარე 2 ლომბარდიდან ტელევიზორი და ლეპტოპი ამოიღეს.

Vano Merabishvili’s stolen property found at Dry Bridge and pawnshops - Watch the video on georgianjournal.ge