loader

"გოგომ მისწერა "ფეისბუქზე", უნდა გნახოო..." - ვარკეთილში მოკლული ბიჭის ახლობლები მკვლელობის დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგომ მისწერა "ფეისბუქზე", უნდა გნახოო..." - ვარკეთილში მოკლული ბიჭის ახლობლები მკვლელობის დეტალებზე

ვარკეთილში 19 წლის დათო ხარაზიშვილის გარდაცვალების დეტალებზე მისი ახლობლები საუბრობენ. როგორც საუბრისას გარდაცვლილის მეგობარმა გიორგი ბაბოშვილმა განაცხადა, დავით ხარაზიშვილი მეგობარმა გოგონამ საღამოს საათებში სახლიდან გაიყვანა, რის შემდეგაც გოგონას მამა, ბაბუა და ძმა ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ზურგის არეში დანით დაჭრეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა სისხლისგან დაიცალა.

გარდაცვლილის ბიძის, გიორგი ელიზბარაშვილის თქმით, გოგოს, რომელსაც დათო ხარაზიშვილი შეხვდა, პირადად იცნობდა. ბიძის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს გოგონა გარდაცვლილის შეყვარებული იყო. რაც შეეხება გარდაცვალების დეტალებს, როგორც გიორგი ელიზბარაშვილმა აღნიშნა, დათო გოგონასთან შესახვედრად დედის ავტომობილით იყო გასული.

ახლობლები ამბობენ, რომ ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ არასრულწლოვანი გოგონას მამა, ძმა და ბაბუა კი, მათი ინფორმაციით, ჯერ დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

19-year old killed by his girlfriend’s relatives in Tbilisi - Watch the video on georgianjournal.ge