loader

გორში მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით განათების ანძიდან გადმოხტომა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით განათების ანძიდან გადმოხტომა სცადა

18 დეკემბერს გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, განათების ანძაზე, რომელიც რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლისაა, შუახნის მამაკაცი ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

საპატრულო პოლიციის გორის სამმართველოს თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მამაკაცი ანძიდან უსაფრთხოდ ჩამოეყვანათ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მამაკაცის ჩამოყვანა მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნულმა პირმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების ანძიდან გადმოხტომა მანამდე ორჯერ სცადა.

შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.