loader

გიორგი ბარამიძე ფრონტის წინა ხაზზე და ქართველი მოხალისეები უკრაინის ომში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ბარამიძე ფრონტის წინა ხაზზე და ქართველი მოხალისეები უკრაინის ომში

უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე გიორგი ბარამიძე ჩავიდა. ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სჩასტიეში, ქართველი მოხალისეების თანხლებით, რომლებიც დღეს უკრაინის ომში იბრძვიან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დონბასის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდა - 92-ე ბრიგადის ბლოკპოსტზე.

18 დეკემბერს სწორედ სჩასტიეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც უკრაინელი დაჭრილი სამხედროები მკურნალობენ, პრორუსმა დივერსანტებმა სროლა ატეხეს. ორმხრივ სროლაში ხუთივე პრორუსი სეპარატისტი გაანადგურეს. დაიღუპა უკრაინული ბატალიონის - "აიდარის" ორი მებრძოლიც, სამი კი დაიჭრა. ორი დაღუპულიდან ერთი, მეტსახელად "ჩუჟოი", ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო, რომელმაც უკრაინის გასათავისუფლებლად ორი თვე იბრძოლა. დღეს უკრაინის აღმოსავლეთში რამდენიმე ათეული ქართველი იბრძვის.

იხილეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი კიევის მაიდანზე