loader

სოციალურად დაუცველების ხმაურიანი აქცია ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურად დაუცველების ხმაურიანი აქცია ბათუმში

აქციის მონაწილეებმა ჩაქვი-ბათუმის ცენტრალური გზა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილე მარინა ბერიძე აცხადებს, აქციის მონაწილეების მოთხოვნა, რომ მათთან შეხვედრაზე გამოცხადებულიყვნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და დეპუტატი მედეა ვასაძე, არ შესრულდა, რის გამოც ცენტრალური გზა გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს ჭიშკარი შეანგრიეს და მის ეზოში შეიჭრნენ.

რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ხელვაჩაურში, ე.წ. 53-ე ბატალიონში მცხოვრებლები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე სხვადასხვა ტელეეთერის მეშვეობით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ სიცრუეს ავრცელებს.