loader

აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მთავრობის წევრებს მახათი გაუგზავნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მთავრობის წევრებს მახათი გაუგზავნეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ დევნილი აფხაზი ახალგაზრდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

ახალგაზრდებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს მახათი გაუგზავნეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მთავრობის წევრები უკვე 23 წელია უსაქმურად სხედან. აქციის ორგანიზატორის და ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის ხელმძღვანელის, ბესიკ ექსეულიძის თქმით, აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები და დაინიშნოს არჩევნები.

"დაობებული მთავრობა, მონები, ჩვენ არ ვიქნებით მონები, ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი", - ასეთი შეძახილები ისმოდა აქციის მსვლელობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ.