loader

უკმაყოფილო მძღოლების კოლონა და პროტესტი სიგნალებით საწვავის მაღალ ფასებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკმაყოფილო მძღოლების კოლონა და პროტესტი სიგნალებით საწვავის მაღალ ფასებზე

მძღოლებმა ბენზინის მაღალი ფასების გამო საპროტესტო აქცია გამართეს და ავტომობილების სიგნალების თანხლებით ვარდების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ბენზინზე მაღალი ფასი ერთწუთიანი გაბმული სიგნალით გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორის, "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მთავრობას ერთკვირიანი ვადა ეძლევა, რომ ბენზინის ფასი რეალურ ლარნახევრამდე დავიდეს. მისივე თქმით, ეს 67 თეთრი მიდის კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში, რომლებიც ფლობენ ბენზინის იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებს.