loader

აკაკი ბობოხიძემ თავდაცვის მინისტრს ვიზუალი დაუწუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აკაკი ბობოხიძემ თავდაცვის მინისტრს ვიზუალი დაუწუნა

თავდაცვის მინისტრს და მის მოადგილეს რომ შევხედე, ვიზუალურად და ფიზიკურად, ბოდიშს გიხდით და, სად ნახულობთ ასეთ ხალხს, ძალიან მაინტერესებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეკულაცია მაშინ დასრულდება, როცა საკითხზე მსჯელობა არა დახურული სხდომის ფორმატში, არამედ ღიად გაიმართება.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მინდია ჯანელიძის მოსმენა იმ განცხადებაზე სურს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა.