loader

ქუთაისელმა დეპუტატმა კოლეგას ბოთლი ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისელმა დეპუტატმა კოლეგას ბოთლი ესროლა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ამირან ძოწენიძეს "ბორჯომის" ბოთლი ესროლა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაფინანსების საკითხმა გამოიწვია. დოლიძის გაღიზიანება ძოწენიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ "ვისოლმა" კლუბის სპონსორობაზე უარი თქვა, ხოლო ქალაქის ბიუჯეტი კლუბის დაფინანსებას ვერ შეძლებდა.

ინციდენტის შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ამირან ძოწენიძემ და გია უკლებამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია "მეგა TV" ავრცელებს. იხილეთ ვიდეო სრულად აქ