loader

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ანტიკორუფციულ სამსახურს უხელმძღვანელებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ანტიკორუფციულ სამსახურს უხელმძღვანელებს?

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახდეს. მისი გვარი სავარაუდო კანდიდატთა სიაშია შეტანილი, თუმცა პოსტის მისაღებად ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობის მიღება დასჭირდება. ამისთვის კი, სააკაშვილს საკუთარ სამშობლოში საქმეების მოგვარება ესაჭიროება, რადგანაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საკონკურსო კომისიის წევრების თქმით, საქართველოს ექსლიდერი ჯერ ფიქრობს შემოთავაზებაზე. რამდენიმე ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი არის და მუდამ იქნება საქართველო. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა სამინისტროებში თანამდებობები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი - ამერიკელი ნატალია იასენკო, ჯანდაცვის მინისტრი - ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ლიტველი აივარას აბრომავიჩუსი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გახდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე