loader

ბათუმის ღამის კლუბში 23 წლის პოლიციელი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ღამის კლუბში 23 წლის პოლიციელი მოკლეს

27 დეკემბერს, გამთენიისას, ბათუმის კლუბ "ლეგასში" მკვლელობა მოხდა. 1983 წელს დაბადებულმა რამაზ დ-მ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 23 წლის პოლიციელი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

ღამის კლუბ "ლეგასში" მომხდარი ინცინდენტის შედეგად არიან დაჭრილებიც. როგორც კლუბის დირექტორმა ემზარ მანველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კლუბში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილები თურქეთის მოქალაქეები არიან.