loader

მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრებმა პრეზიდენტს საახალწლო სურვილები გაუმხილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრებმა პრეზიდენტს საახალწლო სურვილები გაუმხილეს

ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მზრუნველობამოკლებულები, სოციალურად დაუცველები და მიუსაფარი ბავშვები საქართველოს პრეზიდენტისგან, საახალწლო საჩუქრის სახით, ფულად დახმარებას მიიღებენ.

ამ მიზნით ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. განკარგულების თანახმად, საერთო ჯამში, 1 530 ადამიანის დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი გამოიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ადამიანებიდან 411 მოხუცებული და შშმ პირია, 349 - მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424 - ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში მყოფი, 206 - ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფრის და 109 ბავშვი სკოლა-პანსიონის აღსაზრდელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს "კათარზისს" მეუღლესთან ერთად სტუმრობდა, სადაც თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა.