loader

თურქეთში მომხდარი ავარიის კადრები, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში მომხდარი ავარიის კადრები, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზეში, არდეშენის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპიროს გასწვრივ მოძრავ მსუბუქ ავტომობილს 40 წლის გიორგი ფანცხავა მართავდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება ბარიერებს შეეჯახა, რომლის ნაწილებიც მანქანის სალონში შევიდა და მგზავრები დააზიანა.

შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ხოლო მგზავრი ნუგზარ ბრეგაძე დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები გამოძიებას აწარმოებენ.