loader

ტრაგედია აშშ-ში: 2 წლის ბავშვმა იარაღით თამაშის დროს დედა იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია აშშ-ში: 2 წლის ბავშვმა იარაღით თამაშის დროს დედა იმსხვერპლა

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში ორი წლის ბავშვმა პისტოლეტიდან გასროლით საკუთარი დედა იმსხვერპლა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ ჰეიდენში მდებარე სუპერმარკეტ Walmart-ში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში ყოფნისას პატარა ბიჭუნა, რომელიც დედას სავაჭრო კალათში ჰყავდა ჩასმული, დედის ჩანთაში ჩაძვრა და პისტოლეტით დაიწყო თამაში, რა დროსაც იარაღმა გაისროლა. 29 წლის ვერონიკა ჯეი რუთლეჯი მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. "ბიბისის" ცნობით, გარდაცვლილი ქალი მაღაზიაში ოთხ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ვერონიკას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.