X
დიღმის მასივში ძმების მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
13:24 / 04-01-2015
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს 1994 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1995 წელს დაბადებული ბესიკ ფ. და 1991 წელს დაბადებული მიხეილ ვ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ა-ს და 1980 წელს დაბადებულ დენის ა-ს მათივე საკუთარ ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს. შემდეგ გაიტაცეს "ჯეო ლიფტის", სადაც ალექსანდრე ა. მუშაობდა, ოფისის გასაღებები.

ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ფულადი თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს