loader

"თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი" - ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი" - ილია მეორეს 82 წელი შეუსრულდა

თქვენი ლოცვები და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს საკვირაო ქადაგებისას.

დღეს სამებაში პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. მან მადლობა გადაუხადა მრევლს თანადგომისა და სიყვარულისთვის: "ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის, მისი მოთმინებისთვის. უფალი ხალხის ლოცვით, ჩვენი ლოცვით გადააფარებს საქართველოს თავის კალთას და საქართველო იქნება უვნებელი, იქნება მთლიანი და საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო", - განაცხადა პატრიარქმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს დაბადებიდან 82 წელი შეუსრულდა.

“Without your prayers and love I could not bear this burden” - Ilia II turns 82 - Watch the video on georgianjournal.ge