loader

ვფიქრობდი, გამოვსულიყავი ზოოტექნიკოსი და მერე ექიმი - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვფიქრობდი, გამოვსულიყავი ზოოტექნიკოსი და მერე ექიმი - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, სანამ სასულიერო გზას დაადგებოდა, ზოოტექნიკოსობა და ექიმობა უნდოდა. ამის შესახებ უწმინდესმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში - "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. პატრიარქმა გაიხსენა ბავშვობა და მისი ოჯახის წევრები. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მისი ბავშვობა რთულ პერიოდში იყო.

"მეორე მსოფლიო ომი იყო, მაგრამ სურვილები ბევრი მქონდა. ძალიან მიყვარდა ბუნება. ვფიქრობდი, გამოვსულიყავი ზოოტექნიკოსი და მერე ექიმი. მერე ყველაფერი განზე გადადგა და სასულიერო სასწავლებელი დავამთავრე", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი იყო მშვიდი, შვილები ძალიან პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი მშობლებისა და ერთმანეთის მიმართ. უწმინდესის თქმით, ისინი ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში ცხოვრობდნენ, ხოლო ზამთრობით - ვლადიკავკაზში.

"ვეხმარებოდით ერთმანეთს, გვიყვარდა ერთმანეთი. მორწმუნე ოჯახი გვქონდა. ეკლესიაში დავდიოდით, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს მუსულმანებთან, ქისტებთან", - განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ მამამისი იყო მეღვინე და ტყავების დამუშავების სპეციალისტი.