loader

"პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს" - პატრიარქი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს" - პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უწმინდესმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში - "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. ამით პატრიარქი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

"ევროპის ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ ჩვენ, მათთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს", - განაცხადა პატრიარქმა.

Russia’s policy will backfire on Russia – Patriarch of Georgia - Watch the video on georgianjournal.ge

ასევე იხილეთ:

"როცა მამა ვერ აკმაყოფილებს ოჯახის მოთხოვნებს, აქედან ჩნდება გაღიზიანება" - ილია მეორე

"მე მიყვარს ჩვენი ხალხი..." - რას მიიჩნევს პატრიარქი ქართველების ყველაზე დადებით და უარყოფით თვისებებად

ნახეთ გადაცემა "მშვიდობით იარაღო"