loader

აფხაზეთის ომის უნიკალური კადრები: 19 წლის უკრაინელი მებრძოლის დაკრძალვა და მამის ფიცი საფლავზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთის ომის უნიკალური კადრები: 19 წლის უკრაინელი მებრძოლის დაკრძალვა და მამის ფიცი საფლავზე

youtube-ზე რეგისტრირებული მომხმარებელი Georgian Army ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც აფხაზეთის ომის უნიკალური კადრებია ასახული. ვიდეო "პიონერფილმის" ხელმძღვანელს, გრიგოლ ჩიგოგიძესა და ვახტანგ სამადაშვილს ეკუთვნით, რომლებიც 1992 წელს საომარ ზონაში იმყოფებოდნენ.

კადრში ჩანან უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ 90-იან წლებში. ვიდეოზე ასახულია ერთ-ერთი დაღუპული მებრძოლის - 19 წლის ლიონია ობუხის დაკრძალვა; ასევე, საუბრობს ბიჭის მამა, რომელიც შურისძიების ფიცს დებს შვილის კუბოსთან. კადრებში ჩანან 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრეტილი ჟიული შარტავა და სოხუმის მერი გურამ გაბისკირია.

საგულისხმოა ქართველი და უკრაინელი მებრძოლების კომენტარები კამერის წინ. თითქმის 30 წლის წინათ ისინი რუსული ჩექმისა და დამპყრობლის წინააღმდეგ იბრძოდნენ იმავე შემართებით, როგორც დღეს უკრაინა იბრძვის საერთო მტრის წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ: დაღუპული გმირის ცხედარს უკრაინელები დაჩოქილი ხვდებიან