loader

დიდთოვლობა, ქარბუქი და თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანის კადრები ნინოწმინდიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდთოვლობა, ქარბუქი და თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანის კადრები ნინოწმინდიდან

ნინოწმინდის რაიონში მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფების მიერ ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.