loader

"ყველა გოიმია, ვისაც მაიასი არ ესმის" - მაია რჩეულიშვილის დედის დაკრძალვაზე "ბოლო აკორდი" ნიკოლოზ რაჭველმა შეასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა გოიმია, ვისაც მაიასი არ ესმის" - მაია რჩეულიშვილის დედის დაკრძალვაზე "ბოლო აკორდი" ნიკოლოზ რაჭველმა შეასრულა

მაია რჩეულიშვილის დედის პანაშვიდზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა დაუკრა. ამის ამსახველ ვიდეოს ვახტანგ რჩეულიშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი კომენტარით ავრცელებს: "გმადლობთ მაესტრო! ქართველებმა (და არა მარტო) დავყავით ჩვენი საზოგადოება გოიმებად და სვეტსკებად. ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) არგუმენტიდან ვინ ვინ არის, მე დიდი ხანია შერჩეული მაქვს მაიასადმი დამოკიდებულება - ჩემთვის ყველა გოიმია, ვისაც მაიასი არ ესმის. მაიამ დედა გაასვენა (ისევე, როგორც ადრე მამაჩემი) ისე, რომ ლამისაა შემშურდა, შემშურდა (თუმცა სულაც არ მეჩქარება და მზად ვარ ვითმინო კიდევ ბევრი წელი!). მაიას თხოვნით, ბოლო აკორდი ლამარას სახლიდან გამოსვენებაზე შეასრულა ჩვენმა მეგობარმა ნიკა მემანიშვილმა - ნიკოლოზ რაჭველმა (ასეთ სიყვარულს ფულით ვერ იყიდი!)".