loader

სასტიკი თავდასხმა და 12 დაღუპული პარიზში: შურისძიება ტერორისტის კარიკატურის გამო (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტიკი თავდასხმა და 12 დაღუპული პარიზში: შურისძიება ტერორისტის კარიკატურის გამო (+18)

თორმეტი ადამიანი დაიღუპა პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად. "როიტერის" ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შენობაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი.

"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოაწყო თავდასხმა ფრანგული ჟურნალის რედაქციაზე.