loader

დიდთოვლობა და საავტომობილო საცობები - ვითარება საქართველოს გზებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდთოვლობა და საავტომობილო საცობები - ვითარება საქართველოს გზებზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ზაზა აგულაშვილის ინფორმაციით, ფასანაური-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი დღის ბოლომდე გაიხსნება. მისი თქმით, გზის სრული გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშოები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან მიიღებენ შეტყობინებას ზვავის საშიშროების მოხსნის შესახებ.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად განსაკუთრებულ რეჟიმში კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობენ.

მოცემული მომენტისთვის ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მლეთა-სტეფანწმინდის მონაკვეთზე გაჩერებულია 100-მდე სატვირთო ავტომობილი.

ასევე იხილეთ: თოვლში გაჭედილი ტრაილერის გამოყვანის "ოპერაცია" მლეთა-ფასანაურის გზაზე