loader

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს!

"12 გარდაცვლილი და 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთის დაჩოქების მცდელობამ ფეხზე დააყენა ფრანგი ხალხი", - ასე ეხმაურება ერთ-ერთი ფრანგული საიტი საფრანგეთის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში პარიზში, ლიონსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და დევიზით - Je Suis Charlie ("მე ვარ შარლი") სოლიდარობა და სამძიმარი გამოხატა 12 დაღუპულის მიმართ.

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. სატირულ ჟურნალზე თავდასხმის მიზეზი "ტვიტერზე" გამოქვეყნებული კარიკატურა გახდა, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი იყო გაშარჟებული.

ასევე იხილეთ:

სასტიკი თავდასხმა და 12 დაღუპული პარიზში - შურისძიება ტერორისტის კარიკატურის გამო (+18)

შემაძრწუნებელი კადრები: როგორ ემალებოდნენ ჟურნალისტები Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეჭრილ თავდამსხმელებს