loader

"ამ ფანატიკოსებს, საერთო არაფერი აქვთ მუსლიმურ რელიგიასთან" - ფრანსუა ოლანდის მიმართვა საფრანგეთს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ფანატიკოსებს, საერთო არაფერი აქვთ მუსლიმურ რელიგიასთან" - ფრანსუა ოლანდის მიმართვა საფრანგეთს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში ოთხი ადამიანის მკვლელობას ანტისემიტიზმის აქტი უწოდა. როგორც გუშინ, საფრანგეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, ეს იყო "საზიზღარი ანტისემიტური აქტი".

ოლანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია ფანატიკოსებზე, რომლებსაც საერთო არაფერი გააჩნიათ მუსლიმურ რწმენასთან. "ის, რაც დღეს ქაშერულ მაღაზიაში მოხდა, საშინელი ანტისემიტური აქტია", - განაცხადა გუშინ ფრანსუა ოლანდმა.

ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში ოთხი მძევალი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი. AFP-ის ცნობებით, მძიმედ არის დაჭრილი ოთხი ადამიანი.

ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანეს და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ იქნენ მოკლული.