loader

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას იმერეთში განაგრძობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას იმერეთში განაგრძობს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას განაგრძობენ.

სამინისტროს ცნობით, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.

სამართალდამცველებმა თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ლეპტოპი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ესტუმრნენ მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახს და გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს.

შსს-ს ცნობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები 90 მოხუცი და მათ პლაზმური ტელევიზორი, ხორცსაკეპი მანქანა და ტკბილეული მიუტანეს.