loader

"ნუ აქცევთ პოლიციელს ზონდერად" - აქცია პარლამენტთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ აქცევთ პოლიციელს ზონდერად" - აქცია პარლამენტთან

უფლებადამცველთა ნაწილი პარლამენტს მიმართავს, "სისხლის სამართლის საპროცესო" კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიღებაზე უარი თქვან.

"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" და მოძრაობა "სოლიდარობის" წარმომადგენლებმა მომზადებული კანონპროექტი დღეს პარლამენტთან გააპროტესტეს. "ნუ აქცევთ პოლიციელს ზონდერად", - ამ ლოზუნგით ისინი პროექტის წინააღმდეგ მოძრაობის წამოწყებასაც გეგმავენ.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, პარლამენტში ინიცირებული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან და მიმართულია დიქტატურისკენ.