loader

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ელისეის სასახლეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ელისეის სასახლეში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში ჩავიდა. ის საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკა სირაძე-დელონესთან ერთად, უკვე მივიდა ელისეის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს ხვდება.

მარშში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა.

საქართველოს პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.
ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ ატქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Irakli Gharibashvili expresses solidarity to French President in Paris
- Watch the video on georgianjournal.ge

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი პარიზიდან

ფრანსუა ოლანდი მსოფლიო ლიდერებს სათითაოდ ესალმება, ისინიც გულთბილად უსამძიმრებენ

"ერთიანობის მარშს" პარიზში მსოფლიო ლიდერები გაუძღვნენ

მაღაზიის შტურმის ახალი კადრები: როგორ ჩაცხრილეს ტერორისტი და გაათავისუფლეს მძევლები

კადრები, როგორ აიღო პოლიციამ შტურმით შენობა, სადაც ტერორისტი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ

როგორ "მიბობღავს" ბორცვზე ტერორისტებთან მებრძოლი ფრანგული სპეცრაზმი

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს!